ჩვენ შესახებ
მცირე და საშუალო ბიზნესი
QR კამპანია
სერვისები
Plugin
დოკუმენტაცია
SMS API
SMS პაკეტები
SMS კალკულატორი
ფასები
კონტაქტი
file_1660491408935

ვებ-გვერდის მომსახურების წესები და პირობები


1. ზოგადი პირობები

    1. ვებ-გვერდის მომსახურებით სარგებლობის დროს ხდება ინფორმაციის გაზიარება ვებ-გვერდსა და მომხმარებელს შორის. აღნიშნული წესებისა და პირობების მიზანია დაგეხმაროთ მიიღოთ თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, გაეცნოთ ვებ-გვერდის გამოყენების წესებს, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, ვებ-გვერდზე მომსახურების განთავსებისა და შეთავაზების გაკეთების პირობებს.

    2. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებით, წვდომით ან/და პლატფორმის მომსახურების გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესებისა და პირობების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები თქვენსა და პლატფორმას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ არის აღიარებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.

    3. თქვენ მიერ გადმოცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ პოლიტიკას“, რომელიც ამ წესებისა და პირობების და მხარეთა შორის დადებული გარიგებების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

    4. გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ ვებ-გვერდის მომსახურების წესებსა და პირობებს.


  1. ტერმინთა განმარტება

    1. მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ვებ-გვერდის ფუნქციებს, რაც მოიცავს ვებ-გვერდის გამოყენებას როგორც სტუმარი, რეგისტრაციას, განცხადებისა და შეკვეთის განთავსებას, ძიებას და სხვა;

    2. ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესებითა და

      პირობებით მე-4 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

    3. მოდერაცია - პროცესი, რომელიც მოიცავს პლატფორმის ადმინისტრაციის მიერ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განცხადების განთავსებისთვის წარდგენილი მონაცემების გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ჩასწორებას, იმისთვის რომ გააქტიურდეს განცხადება . ასევე პირადი პროფილი მონაცემების გადამოწმებას .

    4. უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ Nando.ge-სთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს Nando.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;

    5. წვდომის კოდ(ებ)- კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც Nando.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;

    6. წესები და პირობები - ნიშნავს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

    7. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა - დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც Nando.ge მოიპოვებს მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, იგულისხმება მომხმარებლების მიერ მოწოდებული ან პლატფორმისთვის სხვაგვარად ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის დამუშავებაც ხდება პოლიტიკის და საქართველოს კანონმდებლობის (შემდგომში კანონმდებლობის“) შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

    8. პლატფორმა - პირი, რომელიც ვებ-გვერდის მეშვეობით სთავაზობს/უწევს მომსახურებას/პროდუქიას მომხმარებელს.

    9. ხელშეკრულება - მომხმარებელსა და პლატფორმას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ პოლიტიკას და მათ დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    10. ვებ-გვერდი პლატფორმის მიერ ოპერირებადი ვებ-გვერდი Nando.ge.

    11. მხარე(ებ)- პლატფორმა და მომხმარებელი, ერთად როგორც მხარეები და ცალ-ცალკე როგორც მხარე.

    12. კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების ერთობლიობა;

    13. პროდუქტი - არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის მიმართაც არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები.

    14. შიდა ბაზა-არის პალტფორმის ნაწილი, სადაც მსგავსად ვებ-გვერდისა შეიძლება განცხადების განთავსება ან/და დუბლირდება მომხმარებლის განცხადებები. წვდომა აღნიშულ ბაზაზე ექნებათ მხოლოდ ამ ბაზასთან წვდომის უფლება მინიჭებულ მომხმარებლებს.

  2. განცხადებები და გარანტიები

    1. წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია წარმოადგენს მის თავისუფალ ნებას და არ არის დაკავშირებული რაიმე სახის იძულებასთან ან/და შეცდომაში შეყვანასთან.

    2. ვებ-გვერდით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ პლატფორმამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

    3. პლატფორმა პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე.

    4. მომხმარებელი აცხადებს, რომ არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

    5. მომხმარებელი აცხადებს, რომ კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.

    6. პლატფორმა და მომხმარებელი იძლევიან გარანტიას, რომ ურთიერთობისას დაიცავენ კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის შესაბამის ნორმებს;

    7. პლატფორმა აცხადებს, რომ სადაც მომხმარებელს სთავაზობს მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე, ამას აკეთებს ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს მომხმარებელთათვის. პლატფორმა არ ადასტურებს ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას იძლევა, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე).

    8. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

      1. არის დამოუკიდებელი პირი და არ წარმოადგენს პლატფორმის დასაქმებულ პირს, პარტნიორს ან/და აგენტს.

      2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს პლატფორმის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

      3. აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

      4. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.

    9. ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია პლატფორმის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

    10. შემოთავაზებული მომსახურება ძირითადად განკუთვლიანია საქართველოში მცხოვრებ ან/და დაფუძნებულ მომხმარებლებზე. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურება შესაძლოა არ იყოს კანონიერი სხვა ქვეყნების იურისდიქციებში. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას იმის თაობაზე, რომ შემოთავაზებული მომსახურება კანონიერია თქვენი იურისდიქციის ფარგლებში.

    11. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ამადროულად, ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომიან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები ან/და ტექნიკური ხარვეზები.


  3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება

    1. მომხმარებლის მიერ Nando.ge-ს მომსახურებებით სარგებლობის წესი:

      • მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე;

      • რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს და ვებ-გვერდზე მითითებულ სხვა ინფორმაციას.

      • რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება ვებ-გვერდის პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას და ვებ-გვერდით მომსახურების წესებსა და პირობებს;

      • აღნიშნულის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს სურს განცხადების განთავსება ვებ-გბერდზე, განცხადება

        გადის მოდერაციის ეტაპს.

      • ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook,google+) გვერდ(ებ)ი და პლატფორმაზე შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის მომხმარებელის მონაცემები, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

    2. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას, პლატფორმა უფლებას იტოვებს დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში/პროფილი ან/და მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

    3. თუ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვა Nando.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება მხარდაჭერის ჯგუფს კონტაქტისგრაფაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელ.ფოსტაზე: info@nando.ge.

    4. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები:

      • მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ტელეფონის ნომრის და/ან ელ.ფოსტის და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.

      • მომხმარებლის სახელი და გვარი/კომპანიის დასახელება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია მომხმარებლის ოფიციალურ დოკუმენტებში;

      • პაროლი ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის

        საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, Nando.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.

      • მობილური ტელეფონის ნომერი ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

      • მომხმარებლის პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო ნომერი;

      • მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის პლატფორმამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

    5. მოდერაცია:

      • ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელს ეხსნება წვდომა ვებ-გვერდის სხვადასხვა ფუნქციებზე.

      • თუ მომხმარებელმა ატვირთა/დააინიცირა განცხადება ვებ-გვერდზე დასადებად, იწყება მოდერაციის პროცესი პლატფორმა იტოვებს უფლებას განცხადების მოდერაციის ეტაპზე და ვებ-გვერდზე განთავსებამდე აცნობოს პარტნიორ უძრავი ქონების სააგენტოს ან/და კერძო ბროკერებს/აგენტებს, ან თვითონ პლატფორმის თანამშრომლებს აღნიშნული განცხადების შესახებ ან/და პლატფორმის შიდა ბაზაზე განათავსოს აღნიშული განცხადება რათა მსურველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ მომხმარებელს განცხადებასთან დაკაშირებით, რის

        შესახებაც ატყობინებს გაცხადების ავტორ მომხმარებელს.


      • მოდერაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

    6. ვებ-გვერდზე ასევე მოქმედებს ე.. “შავი სია”, რომელიც მოიცავს იმ მომხმარებელთა ჩამონათვალს (ელ.ფოსტით, ტელეფონის ნომრით, განცხადებით, სახელი და გვარით ან სხვა მონაცემზე დაყრდნობით დაბლოკვა) ვისაც არ ეძლევათ განცხადების დადების, სხვადასხვა სერვისით სარგებლობის, მომსახურების მიღების უფლება. შავ სიაში მომხმარებელი ან/და განცხადება ხვდება გარკვეული ვადით, ან უვადოთ.


    7. პლატფორმის ადმინისტრაციის მიერ მოდერაციის პროცესში განცხადება შეიძლება იყოს დაპაუზებული ან/და წაშლილი ან შენახული ბლოკირებულ განცხადებების სიაში, ხოლო ამ განცხადების ავტორი მომხმარებელი მოხვდეს შავ სიაში, შემდეგ შემთხევევებში:

      • არაზუსტი ან/და არასრულად შევსებული განცხადების შემთხვევაში;

      • არარეალისტური, შეცდომაში შემყვანი ან/და ცრუ ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში;

      • თუ პლატფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ განცხადების დადებას ცდილობს უძრავი ქონების სააგენტო ან/და კერძო აგენტი/ბროკერი;

      • სხვა ყველა შემთხვევაში როდესაც პლატფორმის ადმინისტრატორი მიიჩნევს, რომ განცხადება ეწინააღმდეგება ვებ-გვერდის მიზნებს და პირობებს ან/და შესაძლოა იყოს პლატფორმმისთვის ზიანის მომტანი.

      • შესაძლებელია განცხადება დაიბლოკოს და არ განთავსდეს ვებ-გვერდზე, მაგრამ შეტანილ იქნას შიდა ბაზაში.

    8. პლატფორმა იტოვებს უფლებას მომხმარებლის მიერ განცხადების დაინიცირების დროს შეიტანოს მასში ტექნიკური ცვლილებები, რომლეც არ შეცვლის მომხმარებლის მიერ განცხადებაში შეყვანილ მონაცემებეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პლატფორმის ადმინისტრატორი/წარმომადგენელი დაეხმარება მომხმარებელს სწორად შეავსოს განცხადება

      ან/და პლატფორმა თავად უზრუველყოფს განცხადების დაინიცირებას მომხმარებლის პროფილიდან. განცხადების

      განთავსების პროცესში პლატფორმა იტოვებს უფლებას, არსებული განაცხადის დეტალები დაამუშაოს და გადაიტანოს შიდა ბაზაში, გადასცეს კომპანიაში მომუშავე აგენტებს/ბროკერებს ან/და გადასცეს მესამე პირებს.


  4. პლატფორმის უფლებები და მოვალეობები

    1. ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პლატფორმა უფლებამოსილია წაშალოს ან/და დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი და მასთან ასოცირებული მონაცემები.

    2. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ვებ-გვერდზე წესებისა და პირობების დარღვევით განთავსდება, წაიშლება

      ადმინისტრაციის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დაიბლოკება მომხმარებლის IP მისამართი.

    3. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში აღნიშნული ქმედებით პლატფორმას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, იგი უფლებამოსილია მომხმარებელს მოსთხოვოს ზიანის/ზარალის ანაზღაურება სრულად.

    4. თუ მომხმარებლის პირადპროფილზე არ შეიმჩნევა აქტიურობა მომხმარებლის პროფილი ჩაითვლება არააქტიურ პროფილად და შესაძლოა გაუქმდეს პლატფორმის მიერ.

    5. ვებ-გვერდზე რამდენიმე პროფილის გახსნა ჩაითვლება მომხმარებლის მიერ ბოროტად სარგებლობად და აღნიშნული

      პროფილები იქნება დაბლოკილი.


  5. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

    1. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი.

    2. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე ან/და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, არაავტორიზებულ წვდომაზე და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

    3. მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ვებ-გვერდი იმგვარად, რომ ის ხელყოფდეს პლატფორმის ან/და ნებისმიერი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.

    4. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას უშუალოდ მხოლოდ მისთვის განდობილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

    5. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ვებ-გვერდის, იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.

    6. ნებისმიერ მომხმარებელს (მათ შორის ვებ-გვერდის სტუმარს) ეკრძალება შემდეგი ქმედება: მოიპოვოს წვდომა ან შეაგროვოს ინფორმაცია ვებ-გვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (პლატფორმის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე) ან მცდელობა ისეთ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებაზე, რომელზეც არ აქვთ ნებართვა.


  6. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

    1. პლატფორმა უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

    2. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების შეწყვეტას, გარდა იმ

      შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებელს ვერ-გვერდზე განთავსებული აქვს შეკვეთა, ასეთ დროს მხარეთა შორის ურთიერთობა დარეგულირდება მათ შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით.


  7. აკრძალული ოპერაციები

    1. პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია ისეთ მომსახურების მოთხოვნა/შეთავაზება რომელიც:

      • არღვევს მესამე პირთა უფლებებს, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;

      • დაკავშირებულია არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან;

      • პორნოგრაფიული მასალის დამზადებასთან;

      • არღვევს კანონმდებლობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს და სხვა.

      • პლატფორმა უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები.

    2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია ამ მუხლში მითითებული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, პლატფორმა უფლებას იტოვებს:

      • შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებლის პირადი ანგარიშის ოპერაცია;

      • აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ;

      • მოითხოვოს მომხმარებლისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება.


  8. პლატფორმის გარანტიის გამორიცხვა და პასუხისმგებლობის შეზღუდა

    1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

    2. აქვე, მხარეები თანხმდებიან, რომ პლატფორმის პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიმართ შეზღუდულია და ის არ აგებს პასუხს მომხმარებელთა მიერ განთავსებული განცხადების შინაარსზე და მონაცემებზე. აღნიშნულზე პასუხისმგებელია უშუალოდ განცხადების ავტორი მომხმარებელი.

    3. პლატფორმა არცერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოეშობა მომხმარებელს მესამე პირის მიერ მომხმარებლის პაროლის გამოყენებით ან მის ანგარიშზე რაიმე არასანქცირებული წვდომით.


  9. ვებ-გვერდის მომსახურების წესებისა და პირობების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

    1. წესების და პირობები, ძალაში შესვლის შემდგომ, ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელს განხორციელებული აქვს აქტიური შეკვეთა ან/და დადებული აქვს ხელშეკრულება პლატფორმასთან.


  10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

    1. წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად;

    2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

    3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;

    4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ საქართველოს სასამართლოს.


  11. წესებსა და პირობები ცვლილებების შეტანა

    12.1. წესები და პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. პლატფორმა უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, პლატფორმა განაახლებს წესებსა და პირობებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს ვებ-გვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მომსახურების პირობებსა და წესებს. ცვლილებების შეტანის შემდეგ ვებ-გვერდით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.


  12. ერთიანი ხელშეკრულება

    1. წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.


  13. გარდამავალი დებულებები

14.1. მომხმარებელი ადასტურებს, რომ წესებზე და პირობებზე დათანხმება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა მისი შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით.

    1. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

    2. წესებისა და პირობების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ან და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლდა, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა წესებითა და პირობებით ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.

    3. მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია პლატფორმას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც პლატფორმა მოითხოვს ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით.

    4. მომხმარებელი, პლატფორმისგან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ წესებითა და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;

    5. მხარეთა შეთანხმებით წესებისა და პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია პლატფორმის იურიდიული მისამართი;

    6. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.


პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა


1. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკის არსი

    1. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა (შემდგომში პოლიტიკა) აღწერს თუ როგორ ამუშავებს Nando.ge (შემდგომში პლატფორმა) თქვენი, მომხმარებლების, მიერ პლატოფრმისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ჩვენ ვმართოთ თქვენი ურთიერთობა Nando.ge - სთან. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც Nando.ge

მოიპოვებს მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის პერიოდში, იგულისხმება

მომხმარებლების მიერ მოწოდებული ან ჩვენთვის სხვაგვარად ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის დამუშავებაც ხდება პოლიტიკის და საქართველოს კანონმდებლობის (შემდგომში კანონმდებლობის) შესაბამისად, და შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ, ეთანხმებით და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.


2. შეგროვებული ინფორმაციის სახეობა და მისი გამოყენება

    1. პოლიტიკა განკუთვნილია Nando.ge-ს მომხმარებლებისთვის ან/და სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის პლატფორმის მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც პლატფორმას პირდაპირი კონტაქტი არ აქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და პროდუქტის/მომსახურების გასაუმჯობესებლად.

    2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შევაგროვოთ/შევინახოთ/გამოვიყენოთ/დავამუშაოთ მონაცემები, რომელთა შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეიძლება მოიცავდეს, პერსონალური მონაცემებს და სხვა არაიდენტიფიცირებად ინფორმაციას.

      1. პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები, არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ვახდენთ კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. თქვენ მიერ ვებ-გვერდის Nando.ge (შემდგომში ვებ-გვერდი) მეშვეობით აქტივობაში ჩართვისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი ვებ-გვერდზე ოპერირებს როგორც

        სტუმარი, რეგისტრაციის გარეშე), ჩვენ გთხოვთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენას ან/და თქვენ

        უფლებამოსილი ხართ თქვენი სურვილისამებრ, ნებაყოფლობით წარმოადგინოთ მონაცემები სხვადასხვა შემთხვევაში. ამ მუხლის მიზნებისთვის იგულისხმება შემდეგი პერსონალური მონაცემების შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება და შემდეგი აქტივობები:

        • ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია/განცხადების განთავსება (თქვენ მიერ ანგარიშის გასახსნელად ინფორმაციის შეყვანა);

        • ინფორმაციის გაგზავნა;

        • თქვენ მიერ კომენტარის პლატფორმისთვის საკუთარი აზრის გაზიარება (.. ნებაყოფლობითი ინფორმაცია);

        • მომსახურებაზე ინფორმაციის მოთხოვნა;

        • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

        • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს, მობილურ აპლიკაციებსა და ვებ-ჩეთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

        • როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით;

        • ჩვენ მიერ საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

      2. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია პლატფორმისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ზემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან.

      3. თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების შესასრულებლად, მოდერაციის დროს, შესაძლებელია, მოგთხოვოთ დამატებითი საიდენტიფიკაციო, პირადი ინფორმაციის წარმოდგენა, როგორიცაა სახელი და გვარი (კომპანიის

        დასახელება), /მ კოდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ რა სახის აქტივობაში ჩაერთვებით, ზოგიერთი ინფორმაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო, ზოგიერთისა კი ნებაყოფლობითი. თუ თქვენ არ წარადგენთ კონკრეტული აქტივობისთვის სავალდებულო ინფორმაციას, ვერ ჩაერთვებით ამ აქტივობაში.

      4. ასევე, ამ მონაცემებში შედის ლოგ-ინ ისტორია, ტექნიკური და ანალიტიკური ინფორმაცია და მზა ჩანაწერები (Cookies), რომელთა შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ხდება სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების, ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით. ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად. მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება თქვენი საჭიროებების მიხედვით.

        1. ჩვენ ასევე ვაგროვებთ პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადაცემულ ტექნიკურ ინფორმაციას, რომელშიც შედის მაგ.:

          • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა;

          • ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;

          • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა..;

          • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

        2. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies (ასეთის არსებობის შემთხვეაში) და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას თანხმობაღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანხმებით „Cookie პოლიტიკა“-, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოთ აღნიშნულ ქმედებაზე.

        3. ჩვენ არ ვიყენებთ Cookie-ს ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ თქვენ გსურთ შეზღუდოთ Cookie-ს ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ მოხდა cookie-ს ფაილების დაბლოკვა ან წაშლა.

      5. ჩვენ შეგვიძლია განავხორციელოთ მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დეიდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამ გზით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს, რაც გვაძლევს უფლებას შეუზღუდავად გავუზიაროთ ეს ინფორმაცია სხვებს. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ გარემოებებს (ტექნიკურ და ანალიტიკური ინფორმაციას, ლოგ-ინ ისტორიას), როგორიცაა "Uniform Resource Locator" „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც თქვენ შეხვედით იქამდე სანამ შემოხვიდოდით ვებ-გვერდზე, „URL“ იმ ვებ-გვერდისა, რომელზეც შეხვალთ ვებ-გვერდიდან გამოსვლის შემდეგ, იმ ბრაუზერის სახეობა, რომელსაც იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართი. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეგვიძლია ავტომატურად მივიღოთ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ სარგებლობთ ვებ-გვერდით.


3. პოლიტიკის მიზანი:

    1. პლატფორმასა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით:

      • მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა;

      • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

      • ვებ-გვერდზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინების გამოგზავნა. მაგ., რეგისტრაციის დასრულება და ა..;

      • თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და თქვენ პრეტენზიებზე რეაგირება;

      • ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენცია;

      • ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;

      • რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

      • პირდაპირი მარკეტინგისთვის;

      • სხვა ლეგიტიმური მიზნებით.


        4. მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების სამართლებრივი საფუძველი:

      • თქვენი თანხმობა;

      • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;

      • ჩვენი კანონიერი ინტერესები;

      • ჩვენი ვალდებულებები;

      • კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.


  1. თქვენი პერსონალურ მონაცემების გაზიარება მესამე პირებისთვის

    1. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, იმ პირობით, რომ:

      1. ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად, თუ ინფორმაცია თქვენ მიერ არ გახდა საჯაო ან/და ხელმისაწვდომი კონკრეტული წრის მიმართ თქვენივე ნებით.

      2. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.

      3. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, თქვენთვის სხვადასხვა მომსახრების გაწევისთვის (მათ შორის სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზებისთვის) აუცილებელი ინფორმაცია (.. თქვენი პერსონალური მონაცემები), თქვენი წინამდებარე თანხმობის საფუძველზე გადავცეთ სხვა პირებს, რომლებიც თავის მხრივ კისრულბენ ვალდებულებას, დაიცან ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

      4. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც:

        • ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად;

        • ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან/და სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით;

        • პოლიტიკის დაცვისა და განხორციელებისთვის;

        • ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვისა და განხორციელებისთვის;

        • ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან/და უსაფრთხოების დაცვისთვის.

    2. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის (თქვენი პროფილის) გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.


  2. გარე ბმულების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

    1. პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან Nando.ge-ზე. გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებ-გვერდებზე ჰიპერბმულებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებ-გვერდიდან. აღნიშნულ ვებ-გვერდებს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. თუ თქვენ დაუკავშირდებით მსგავს ვებ-გვერდს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და გააცნობიეროთ რისკები, რადგან ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.


  3. პერსონალური მონაცემების დაცვა

    1. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის ღონისძიებების დანერგვასა და განხორციელებას, შესაბამისად, დანერგილ იქნა უსაფრთხოების სათანადო ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა მოხდეს არასანქცირებული წვდომის, გამოყენების, გადაცემისა და დაკარგვის პრევენცია და შეგროვებული ინფორმაციის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა.

    2. მიუხედავად, განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული საჭირო ზომებისა, არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.


  4. სატელეფონო/ვიდეო ზარები

    1. ჩვენთან შემომავალი და გამავალი ზარები იწერება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ასევე ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმ სერვისთან დაკავშირებით რომლითაც სარგებლობთ.


  5. ვებ-გვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება

    1. მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): Nando.ge-ს გამოყენებით თქვენი ინფორმაცია მოწყობილობის ნომრის, მოდელი, ბრენდის, სახელის, საოპერაციო სისტემის ვერსიის შესახებ გადაეცემა ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google Analytics, Matomo.org, Facebook Pixel, Yandex Metrica და Hotjar.com მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR -თან (General Data Protection Guide)

    2. შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატყვისი მოთხოვნის გამოგზავნით ვებ-გვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გზით. მოთხოვნის მიღების შემდეგ Nando.ge ამოიღებს თქვენს მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.

  6. პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა

    1. თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

    2. აგრეთვე, მომსახურების დასრულების ან/და თქვენი პროფილის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებიდან (მიუხედავად მიზეზისა) შემდეგ 5 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

      • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;

      • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით;

      • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევში).

    3. ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 5 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.


  7. ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში


    13.1. იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს პოლიტიკის შეცვლა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ პოლიტიკა. განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე თარიღის მითითებით. მოდიფიცირებული პოლიტიკა ძალაში შედის მისი ვებ-გვერდზე გამოქვეყნების თარიღიდან. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს და ცვლილებების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ვებ-გვერდით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.


  8. დამატებითი/დასკვნითი პირობები

    1. თქვენ უფლება გაქვთ:

      1. ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის;

      2. მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;

      3. მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:

        1. გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძველს;

        2. მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;

        3. მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

      4. მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა, თუ:

        1. სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;

        2. მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;

        3. მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;

        4. მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;

      5. ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენ მონაცემების დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;

      6. წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში.

    2. თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება ან/და წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნა (გარდა იმ შემთხვევისა როდესაც გვერდს იყენებთ როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის ვებ-გვერდის Cookies გამოყენებაზე. ამავდროულად ადასტურებთ, რომ ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. პოლიტიკა წარმოადგენს ვებ-გვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.

    3. 18 წლამდე არასრულწლოვნებს ეკრძალებათ პლატფორმის მომსახურებით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ანგარიში და ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა ჩვენი მომსახურებით/პროდუქტით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ არანაკლებ 18 წლის.

    4. ვებ-გვერდით სარგებლობისა და მომსახურების მიწოდება/მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო ან/და სხვა ინფორმაციის ცვლილების შეთხვევაში შეგვატყობინოთ.

    5. კითხვების შემთხვევაში ან თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ჩვენ მიერ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე კონტაქტისგრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე.

დარწმუნებული ხართ?