file_1660491059772
ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
ვებ-გვერდი Nando.ge (შემდგომში - „ვებ-გვერდი“, „პორტალი“), რომელსაც ოპერირებას უწევს კომპანია შპს „დაიზენ“, საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ვებ-გვერდზე განთავსებული პორტალით წინამდებარე მოხმარების წესების (შემდგომში - სარგებლობის წესები) შესაბამისად.
პორტალით სარგებლობისათვის თქვენ/მომხმარებელი/დამკვეთი უნდა დაეთანხმოთ წინამდებარე სარგებლობის წესებს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სარგებლობის წესებზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ რომ გაეცანით და ეთანხმებით ჩვენს სარგებლობის წესებს და პირობებს.ხოლო თუ არ ეთანხმებით სარგებლობის წესებს გთხოვთ, არ დააჭიროთ ღილაკს „წავიკითხე და ვეთანხმები ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს და პირობებს“ და შეწყვიტოთ ვებ-გვერდითა და ვებ-გვერდზე არსებული მომსახურებებით სარგებლობა.
თუ თქვენ ეთანხმებით თქვენი დამსაქმებლის, კომპანიის ან სხვა სუბიექტის სახელით, თქვენ ადასტურებთ და იძლევით გარანტიას, რომ: (i) გაქვთ სრული უფლებამოსილება იმოქმედოთ მარწმუნებლის/კომპანიის სახელით (ii) თქვენ წაიკითხეთ და გაიგეთ წინამდებარე პირობები; და (iii) თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს იმ მხარის სახელით, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ხოლო თუ არ გაქვთ კანონიერი უფლებამოსილება იმოქმედოთ მარწმუნებლის/კომპანიის სახელით, გთხოვთ, არ დააჭიროთ „წავიკითხე და ვეთანხმები ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს და პირობებს“ (ან მსგავს ღილაკზე). წინამდებარე გარანტიის დარღვევის შედეგად გამოწმეულ ზიანზე/ზარალზე ვებ-გვერდი არ აგებს პასუხს და პასუხისმგებლობა როგორც ვებ-გვერდის ასევე მესამე პირების წინაშე გეკისრებათ სრულად თქვენ.
1. პორტალის მიერ შემოთავაზებული მომსახურებები ვებ-გვერდი გთავაზობთ:
ისარგებლოთ თვითმომსახურების პორტალით, რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, შეიძინოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები (შემდგომში „SMS“, ”შეტყობინება”) და თავად გააგზავნოთ თქვენთვის სასურველ აუდიტორიასთან (თვენ მიერ შექმნილი სატელეფონო ბაზა) შეტყობინებები, ან თქვენთვის სასურველი ტექსტის გაგზავნის დროს ადრესატების სეგმენტი შეარჩიოთ ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებული სატალეფონო ბაზიდან.
2. რეგისტრაცია თუ გსურთ ზემოაღნიშნული სერვისით სარგებლობა თქვენ უნდა შეავსოთ რეგისტრაციის დროს ვებ-გვერდზე მოცემული ყველა აუცილებელი ველი (მაგ. კომპანიის მონაცემები და ა.შ.) სწორად და დარეგისტრირდეთ პორტალზე. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ რეგისტრირებულ საკონტაქტო მობილურ ნომერზე (შემდგომში - „საკონტაქტო ნომერი“) მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქტივაციის კოდით (შემდგომში - „აქტივაციის კოდი“). შემდგომ ეტაპზე, პორტალზე აქტივაციის კოდის შესაბამის ველში შეყვანის გზით თქვენ ირჩევთ თქვენთვის სასურველ პაროლს. თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე აქტივაციის კოდის გაგზავნისას მიიჩნევა რომ ის გამოგზავნილია თქვენთვის და აღნიშნული ნომერი გეკუთვნით თქვენ ან მას ფლობთ კანონიერად და მართლზომიერად. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია ხდება ავტომატურად, რეგისტრაციის დასრულებისთანავე. ხოლო სერვისებით სარგებლობისთვის საჭიროა სათაურის ავტორიზება/ვერიფიცირება (იგივე ბრენდის სახელის „Brand Name“), სათაურის ვერიფიცირების შმედგომ შეგეძლებათ სერვისებით სარგებლობა. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ ან/და ეჭვს შევიტანთ, რომ თქვენ არღვევთ ვებ-გვერდის სარგებლობის წესებს ან /და პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გაფრთხილების გარეშე მოვახდინოთ თქვენი ანგარიშის ბლოკირება ან/და გაუქმება. ახალ დარეგისტრირებულ კომპანიას საჩუქრად და გასატესტად დაგერიცხებათ 100 SMS, რომლის გახარჯვის შემდეგ ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობისთვის თქვენ უნდა შეავსოთ ბალანსი, რაც პორტალიდან არის შესაძლებელი. თქვენ გვაძლევთ უფლებას, გამოვიყენოთ, შევინახოთ ან/და დავამუშავოთ თქვენი პირადი ინფორმაცია. თქვენ გვაძლევთ უფლებას გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია მარკეტინგისა და სხვა მიზნებით. პირად ინფორმაციაში ნაგულისხმებია ყველა ის მონაცემი რომელიც მითითებული გაქვთ რეგისტრაციის დროს ან/და პროფილის განახლების დროს (თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით შესაძლოა მოხდეს nando.ge-ს სისტემიდან შეტყობინებების დაგზავნა სხვადასხვა შეთავაზებების, განახლებების ან საინფორმაციო სიახლეების შესახებ) სხვა მიზანი შეიძლება შეიცავდეს დროდადრო თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას შერჩეული მესამე პირისთვის, როდესაც ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი მესამე პირების მიერ შემოთავაზებული მომსახურება შეიძლება წარმოადგენდეს თქვენი ინტერესის საგანს, ან/და როდესაც ასეთი გამჟღავნება არის კანონის მოთხოვნა, ან/და ხდება იმისათვის რომ განხორციელდეს ჩვენი მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ გექნებათ სურვილი შეცვალოთ ან დაამატოთ ახალი სათაური უნდა შეხვიდეთ პროფილში და შექმნათ ან შეცვალოთ არსებული სათაური, ცვლილებების შეტანის შემდეგ სათაური გადის ვერიფიცირების პროცესს, ადმნისიტრატორის მიერ დადასტურების შემთხვევაში სათაური გახდება ვერიფიცირებული. სათაური უნდა მიეკუთვნებოდეს თქვენს ბრენდს ან წამროადგენდეს თქვენი ბრენდის ქვეშ არსებული თქვენი ბრენდის ან პროდუქციის დასახელებას ან/და უნდა გქონდეთ მოპოვებული უფლება აღნიშნული სახელით სარგებლობისთვის, ნებისმიერი სხვა სათაურით შეტყობინების გაგზავნის მცდელობის ან/და გაგზავნის ფაქტი, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების დარღვევას და ამისთვის მომხმარებელს, რომელმაც ნებისმიერი სხვა სახელწოდებით მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა ან ამ უკანასკნელის მცდელობა ჰქონდა, დაეკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა თითოეული
კამპანიისათვის. ჯარიმასთან ერთად, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნული დარღვევით კომპანიისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის სრულად ანაზღაურებაზე, მათ შორის და არა მხოლოდ, მიუღებელი შემოსავალი, სახელმწიფო ორგანოების მიერ კომპანიის ან/და მისი პარტნიორი ოპერატორისთვის დაკისრებული ჯარიმები და ნებისმიერი სხვა სანქციები თუ ფულადი ვალდებულებები. აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული ჯარიმები მომხმარებლის მიერ ოპერატორისათვის ანაზღაურდება კომპანიის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. ადმინისტრაციას და ურთიერთშეთანხმების გზით მოახდინოს მონაცემების კორექტირება ან ახალი პროფილის დარეგისტრირება. (აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს ვებ-გვერდის ადმინისტრაცია).
3. პორტალით სარგებლობაპორტალით სარგებლობას თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ისეთი ტერმინალური მოწყობილობის საშუალებით, რომელსაც გააჩნია მონაცემთა გადაცემა-მიღების ფუნქცია, გააჩნია შესაბამისი თავსებადობა და კავშირი აქვს ინტერნეტთან. პორტალზე თქვენ თვითონ ახდენთ თქვენთვის სასურველი ნომრების ინტეგრაციას სადაც შემდგომ შეძლებთ გააგზავნოთ შეტყობინებები. პორტალი გაძლევთ შესაძლებლობას: დაამატოთ ანატვირთოთ კონტაქტები თქვენი სატელეფონო ბაზიდან და გააგზავნოთ მათთან შეტყობინებები ვებ-გვერდის ადმინისტრაციისთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებლად პორტალის მეშვეობით. ასევე მარკეტინგული კამპანიების ჩატარებისთვის ისარგებლოთ ვებ-გვერდის სატელეფონო ბაზებით. თქვენ ხედავთ ვებ-გვერდის მიერ მოძიებული ნომრების რაოდენობას და შესაბამისი ფილტრის საშუალებით ახდენთ სასურველი სეგმენტის შერჩევას. შერჩეული აბონენტთა რაოდენობის, კატეგორიების და სხვა კრიტერიუმების მიხედვით დგინდება მომსახურების ღირებულება. თქვენ მიერ დადასტურების შემდეგ ვებ-გვერდის ადმინისტრაცია ახდენს მოდერაციას (შეტყობინების ტექსტის კორექტირებას შინაარსის შეუცვლელად, საჭიროების შემთხვევაში და სხვ.) და დადასტურების შემთხვევაში იგზავნება შეტყობინებები. ტექსტის შინაარსზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და ამავდროულად თქვენ სრულად ენდობით ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებულ კონტაქტების ბაზას, მიუხედავად იმისა რომ არსებული სეგმენტაცია შეიძლება იყოს არაზუსტი რადგან მისი სეგმენტირება ხდება სხვადასხვა ალგორითმით ან/და სხვა საშუალებით. ასევე კონტაქტების მონაცემები შეიძლება შეიცვალოს რის შესახებაც ინფორმაცია ვებ გვერდის ადმინისტრაციას შეიძლება არ ჰქონდეს.
თქვენ ვალდებული ხართ მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი შეუსაბამოთ საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის და არამარტო „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
Unsubscribe (გამოწერის გაუქმება) და Black list (შავი სია)4.1. თქვენ მიერ გაგზავნილ SMS-ს შეტყობინების ტექსტის ბოლოს ავტომატურად ერთვის გამოწერის გაუქმების ინსტრუქცია, სადაც მოცემულია კომპანიის სათაურის (Brand Name-ის) იდენტიფიკატორი (Brand name ID), რომელიც ინდივიდუალურია კომპანიების პროფილში არსებული ყველა Brand Name-ისთვის და მოკლე ნომერი სადაც უნდა გაიგზავნოს შეტყობინება, გამოწერის გაუქმების სურვილის შემთხვევაში მიმღებმა აღნიშნულ ნომერზე SMS-ის სახით უნდა გააგზავნოს ბრენდის სახელის იდენთიფიკატორი, შემდეგ გამოწერა აშნიშნული Brand name-ით აღნიშნულ ნომერზე ავტომატურად გაუქმდება ხოლო მიმღების ნომერი მოხვდება No SMS ბაზაში. ყველა სწორი და წარმატებით განხორციელებული გამოწერის გაუქმების შემდგომ ნომერი აღარ იქნება ხელმისაწვდომი აქტიური ნომრების ბაზაში, რაც ავტომატურად უზრუნველყოფს რომ ამავე პროფილიდან განმეორებით ამავე მომხმარებელთან SMS აღარ გაიგზავნოს თქვენი პროფილის არსებობის მანძილზე. თქვენს პროფილში არსებობს ასევე ე.წ. Black list („შავი სია“)- რაც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენ თვითონ დაამატოთ ნომრები რომლებზეც არ გსურთ შეტყობინებების გაგზავნა, თუმცა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ ადრესატები დააბრუნოთ აქტიური ნომრების ბაზაში. თქვენ ვალდებული ხართ, რომ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლი გამოწერის გაუქმების მოთხოვნით პირდაპირ თქვენ დაგიკავშირდათ, აუხსნათ მომხმარებელს გამოწერის გაუქმების მექანიზმის შესახებ ან თავად ჩასვათ ნომერი „შავ სიაში“.
SMS გაგზავნის 3 ტიპი:გაგზავნა ახლა - გაგზავნის ღილაკზე დაჭერისთანავე ხდება შეტყობინების გაგზავნა; გაგზავნა განრიგით - თქვენ ირჩევთ დროს როდის გაიგზავნოს შეტყობინება. პორტალის კალენდარში ირჩევთ დღეს და დროს. ინფორმაცია ინახება და შესაბამისი დროის დადგომისას იგზავნება ადრესატთან. რეგულარული/ინტერვალებით გაგზავნა - შესაძლებელია პორტალის მეშვეობით გაიგზავნოს შეტყობინება ერთსა და იმავე დროს, შინაარსით და ადრესტთან. ამ დროს თქვენ დამატებით უთითებთ შეტყობინებების გაგზავნის დაწყების და დასრულების დროს.
კალენდარიპორტალზე განთავსებულია კალენდარი სადაც შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ გასაგზავნი შეტყობინებები, შეცვალოთ მათი შინაარსი და ადრესატები.
არქივიდამკვეთის მიერ ატვირთულ ბაზიდან ან ხელით შეყვანილი ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებები არქივდება ვებ-გვერდის სისტემაში და მასზე წვდომა აქვს მხოლოდ ვებ-გვერდის ადმინისტრაციას და დამკვეთს მხოლოდ თავისი პროფილიდან, რომელში შესვლის პარამეტრებიც გააჩნია მხოლოდ დამკვეთს. დამკვეთის მიერ ატვირთული სატელეფონო ნომრები არ დამუშავდება სხვა კომპანიის სასარგებლოდ ან სხვა მიზნებისთვის ვებ-გვერდის
ადმინისტრაციის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა თუ იდენტური სატელეფონო ნომრები მოძიებული არის ან მომავალში მოძიებული იქნება ვებ-გვერდის მიერ კანონიერი გზით.
Succes rateთქვენს პროფილში შეგიძლიათ იხილოთ გაგზავნილი შეტყობინებების პროცენტული მაჩვენებელი, თუ რამდენ ადრესატს მიუვიდა შეტყობინება. ასევე ინფორმაცია მათ შესახებ ვისაც შეტყობინება არ მიუვიდათ.
რეპორტიპორტალზე, არქივში აისახება რეპორტები, ინფორმაცია გაგზავნილი SMS-ების შესახებ. ~
10.1. ვებ-გვერდზე განთავსებულია მომსახურების ინდივიდუალური ტარიფები. ასევე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა სპეციალური ონლაინ კალკულატორის დახმარებით დაიანგარიშოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის SMS-ების ღირებულება. 10.2. თქვენ წინასწარ ახდენთ თქვენი ბალანსის შევსებას ეროვნულ ვალუტაში საბანკო გადარიცხვით (რომელიც განპირობებულია დამკვეთის ანგარიშიდან დაგენერირებულ ინვოისზე) ან საბანკო ბარათის საშუალებით. ვებ-გვერდზე არ ხდება საბანკო ბარათს შენახვა/დამახსოვრება. 10.3. გადახდილი თანხა არ გიბრუნდებათ მიუხედავად იმისა მიუვიდა თუ არა ადრესატებს შეტყობინება. 10.4. დამკვეთის ანგარიშზე შეტანილი თანხის შესაბამისი ანგარიშფაქტურა ავტომატურად გამოიწერება 7 (შვიდი) კალენდარული დღის მანძილზე. 10.5. თქვენ აცნობიერებთ, რომ საბანკო ბარათი, რომლის მეშვეობითაც განახორციელებთ გადახდას უნდა იყოს თქვენს მართლზომიერ სარგებლობაში და სრულ პასუხისმგებლობას იღებთ განხორციელებულ საგადახდო ოპერაციებზე. 6. მოკლე ტექსტურ შეტყობინებების ანგარიში ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ლათინური შრიფტის შემთხვევაში (რაოდენობაში შედის სათაურიც) 1 მოკლე ტექსტური შეტყობინების ზომა, 1-160 2 შეტყობინება 161-306, 3 შეტყობინება 307-459, 4 შეტყობინება 460-480 სიმბოლო. 1 ან მეტი უნიკოდი (unicode) სიმბოლოს შემთხვევაში (ქართული შრიფტი მიეკუთვნება Unicode-ს) (რაოდენობაში შედის სათაურიც) 1 მოკლე ტექსტური შეტყობინების ზომა, 1-70 სიმბოლო, 2 შეტყობინება - 71-134 სიმბოლო, 3 შეტყობინება 135-201 სიმბოლო, 4 შეტყობინება 202-268სიმბოლო, 5 შეტყობინება 269-320 სიმბოლო.
პასუხისმგებლობაპროფილის მფლობელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ გაგზავნილი ტექსტის შინაარსზე რომელიც იგზავნება ვებ-გვრედის საშუალებით უშუალოდ მომხმარებლის მიერ საკუთარი სატელეფონო ნომრების ბაზაზე ან ინდივიდუალურ სატელეფონო ნომერზე, ან ვებ-გვერდის სატელეფონო ნომრების ბაზაზე. უპირველეს ყოვლისა, ყველა მომხმარებელი ვალდებულია მომსახურება გამოიყენოს მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის, მხოლოდ კანონიერი მიზნებისათვის და ხელშეკრულებით ნებადართული პირობებით. თქვენ იღებთ ვალდებულებას თუ აქამდე სარგებლობდით რომელიმე სხვა კომპანიაში მსგავსი სერვისით და თქვენი ან/და თქვენი კომპანიის სახელით იგზავნებოდა სარეკლამო ან საინფორმაციო SMS-ები, გამოითხოვოთ არსებული კომპანიისგან (ვებ-გვერდისგან) თქვენზე ან/და თქვენს კომპანიაზე გამოწერის გაუქმების მოთხოვნის გამომგზავნი პირების მობილურის ნომრები და თავად ამოშალოთ ისინი აქტიური სატელეფონო ნომრების ბაზიდან და ჩასვათ „შავ სიაში“. რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთ მომხმარებლებთან შეთავაზებების გაგზავნა, რომლებსაც არ სურთ განმეორებით იმავე შეთავაზების მიღება, სხვა შემთხვევაში თქვენ სრულად გეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი ვებ-გვერდის, ასევე ადრესატების მიმართ და ვალდებული ხართ სრულად აანაზღაუროთ მიყენებული ზიანი. თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე მიღებული აქტივაციის კოდით პორტალზე რეგისტრაცია, ავტორიზაცია (მათ შორის ავტომატური რეგისტრაცია/ავტორიაცია) და პორტალის გამოყენებით განხორციელებული თქვენი ნებისმიერი ქმედება და ოპერაცია მიიჩნევა თქვენ მიერ განხორციელებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ აქტივაციის კოდის და პაროლის დაცულობისათვის და უსაფრთხოებისათვის. თქვენი ვარაუდით აქტივაციის კოდის ან პაროლის შესაძლო არასანქცირებული გამოყენების შემთხვევაში დროულად უნდა მოახდინოთ რეაგირება და შეატყობინოთ ამის შესახებ ვებ-გვერდს, რათა ჩვენ დროულად მოვახდინოთ პრტალზე წვდომის ბლოკირება. ასეთ შეტყობინებამდე განხორციელებულ ქმედებებზე/ოპერაციებზე და მათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. თქვენთვის ცნობილია და წინასწარ ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს პორტალით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მომსახურების დაკვეთით, თვითმომსახურებით, მომსახურების საფასურის გადახდით. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ ვებ-გვერდს ან მესამე პირებს მიყენებული ზიანი. თუ ვებ-გვერდისთვის, ნებისმიერ დროს ცნობილი გახდა რაიმე ფაქტი, რომელიც, ჩვენი აზრით, ადასტურებს ან/და ბადებს ეჭვს თქვენ მიერ პორტალით ან/და საბანკო ბარათით სარგებლობის არამართლზომიერებას, არასანქცირებულ შეღწევას, არაკეთილსინდისიერაბას ან ისეთ შემთხვევას, რა დროსაც თქვენი მხრიდან პორტალით სარგებლობა ზიანს აყენებს ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს ვებ-გვერდისთვის ან/და მესამე პირთა მიმართ ან/და ზღუდავს მესამე პირთა უფლებებს, ვებ-გვერდი უფლებამოსილია, შეტყობინების გარეშე დაბლოკოს პორტალი და შეაჩეროს თქვენი მხრიდან როგორც პორტალით სარგებლობა ან/და შეძენილი SMS-ით სარგებლობა, აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ ოპერატორს ან/და მესამე პირებს მიყენებული ზიანი. ვებ-გვერდის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანხით რაც გადაიხადა მომხამრებელმა მომსახურების მისაღებად.
ვებ-გვერდის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები:
ვებ-გვერდი არ აგებს პასუხს ისეთ მოთხოვნაზე და პრეტენზიაზე ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც დაკავშირებულია ან წარმოიშობა თქვენი მხრიდან სარგებლობის წესების, პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევიდან; ასევე, ვებ-გვერდის პასუხისმგებლობა გამოირიცხება მიყენებული არაპირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანისათვის ან ისეთი ზიანისათვის რაც თავის მხრივ გამოწვეულია მონაცემთა სრული ან ნაწილობრივი დაკარგვით ან განადგურებით ან თუ მის მიერ ვალდებულებების შეუსრულობელობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, რაც სცდება ვებ-გვერდის გონივრული კონტროლის ფარგლებს, მათ შორის გამოწყვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით. თქვენ მიერ პორტალით გამართული და შეუფერხებელი სარგებლობა დამოკიდებულია თქვენს ხელთარსებული ტერმინალური მოწყობილობის თავსებადობაზე, ტექნიკურ გამართულობაზე და ასეთი მოწყობილობის ფუნქციონალობაზე, აქედან გამომდინარე ვებ-გვერდი პასუხს არ აგებს თქვენ მიერ პორტალით სარგებლობის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების დროულობაზე, გამართულობაზე და ხელმისაწვდომობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდმა გადადგა ყველა გონივრული ნაბიჯი ინტერნეტ თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლის მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევის დადგომისას, როდესაც ვებ-გვერდის კომპიუტერულ სერვერებზე შესაძლებელია მოხდეს არა ავტორიზებული პირების წვდომა.
აკრძალულია:
შეტყობინების გაგზავნა უჩვეულოდ დიდი ოდენობის ადრესატებისთვის (bulk messaging, spam) დროის მცირე პერიოდში, არასასურველი გზავნილის (spam) გაგზავნა, უჩვეულოდ დიდი ოდენობის ნომრებზე/ადრესატთან, ავტომატურ რეჟიმში ან არასასურველი შეტყობინებების განხორციელება. მომსახურების გადაყიდვა ნებისმიერი ფორმით, მესამე პირისათვის მომსახურებით სარგებლობის უფლების (სასყიდლით ან უსასყიდლოდ) მინიჭება, ვებ-გვერდის თანხმობის გარეშე პროფილის მონაცემების, მომსახურების სასყიდლიანი ან უსასყიდლო გადაცემა მესამე პირებისთვის; ნებისმიერი შემდეგი მანიპულაცია - ქსელში უნებართვო ჩართვა, ტრაფიკის დამისამართება, ხელოვნურად დიდი მოცულობის ტრაფიკის დაგენერირება, მონაცემთა ბაზებში არასანქცირებული შეღწევა, Dos, DDoS შეტევა და სხვა ყველა ქმედება რაც დააზიანებს პლატფორმას ან ხელს შეუშლის მის შეუფერხებელ მუშაობას; ქსელის გადატვირთვა შეუსაბამოდ მაღალი აქტივობ(ებ)ით, არაავტორიზებული შეთავაზებების გაკეთებით, ასევე ნებისმიერი ქმედებით, რომელიც იწვევს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის გამოხმაურებას/პასუხს (მაგალითად ე.წ. ტროლინგი). სპამის, დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელება, მომხმარებლების პერსონალური, საბანკო თუ სხვა სახის ინფორმაციის მოპოვების მცდელობა, მათ შორის და არა მხოლოდ, „ფიშინგი“ (Phishing), „სმიშინგი“ (Smishing), „სპუფინგი“ (spoofing), მრავალჯერადი მცდელობა წინასწარი გადახდის სისტემის ბარათის გააქტიურების მიზნით; მომსახურების მიღება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, დისკრიმინაციული, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩასადენად ან მსგავსი მიზნობრიობით ან რამაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს როგორც მესამე პირების ან ვებ-გვერდის დაცულ და მართლზომიერ ინტერესებს/უფლებებს; მომსახურების მიღება თაღლითური ან სხვა ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის; ტექნოლოგიურ კომპონენტებში (აგრეგატებში), პროგრამებში, მონაცემთა ბაზებში და ინტერნეტის სხვა კომპონენტებში არასანქცირებული შეღწევა ან არასანქცირებული წვდომა ვებ-გვერდის ინფრასტრუქტურის რაიმე სახის რესურსებთან, მათ შორის, მონაცემების შეგროვების, შეცვლის, წაშლის ან კოპირების მიზნით. ვებ-გვერდის გამოყენება ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელებისათვის ან/და ქმედების განხორციელებისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
11. ცვლილებების შეტანა
11.1. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოახდინოს სარგებლობის წესების, პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას ცვლილება. ცვლილებების შემთხვევაში მომხმარებელს პორტალზე ხელახლა ავტორიზაციის შემდეგ ეცნობება ცვლილებების შესახებ. ღილაკზე „ვეთანხმები“ დაჭერით ჩვენ ჩავთვლით რომ ეთანხმებით განახლებულ წესებსა და პირობებს. 11.2. ვებ-გვერდს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს პორტალის ვიზუალური მხარე, მისამართი ინეტერნეტში, მართვის და ფუნქციონირების წესი, დაამატოს ან გამოაკლოს პორტალის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები წინასწარი შეტყობინების გარეშე.
12. ზოგადი პირობები12.1.თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ მოპოვებული გაქვთ ყველა საჭირო ნებართვა/ლიცენზია იმისთვის რომ პორტალის საშუალებით ისარგებლოთ მომსახურებით, მათ შორის ადრესატებისგან, სატელეფონო ნომრების მფლობელებისგან გაქვთ მოპოვებული ნებართვა მათი პერსონალური მონაცემების გამოყენება/დამუშავებაზე/შენახვაზე, ასევე უფლება რომ აღნიშნული მონაცემები გადასცეთ სხვა პირს მათ შორის ჩვენც. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენ მიერ პორტალზე მითითებულ ადრესატებთან გაიგზავნოს ჩვენი კომპანიის/ვებ-გვერდის და ჩვენ კომპანიასთან/ვებ-გვერდთან დაკავშირებული პირების შეტყობინებები. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პორტალით სარგებლობა გულისხმობს ინტერნეტის აქტიურ გამოყენებას, ვებ-გვერდი
გარანტიას არ იძლევა, რომ პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ დროს, ამასთან პორტალით სარგებლობისას არ არსებობს მხარეთა შორის პორტალის ხელმისაწვდომობის ხარისხის შესახებ შეთანხმება. გამომდინარე აქედან, თქვენ აცნობიერებთ, რომ პერიოდულად პორტალი შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის სამუშაოების ან სხვა, მათ შორის მესამე პირთა მხრიდან გამოწვეული მიზეზებით, რისთვისაც ვებ-გვერდი არ არის პასუხისმგებელი. თქვენი უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნებისათვის, ვებ-გვერდს უფლება აქვს დაბლოკოს ან შეაჩეროს პორტალით სარგებლობა თუ ჩვენ ან ოპერატორს აქვს ეჭვი, რომ ადგილი აქვს თქვენი პორტალით არასანქცირებულ სარგებლობას, აღნიშნულ შემთხვევაში თქვენ მიერ შეძენილი SMS-ები განულდება, ხოლო თანხა უკვე არ გიბრუნდებათ.
|